საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, 3 ოქროს 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ათამდე ქვეყნის ნაკრებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზ ბელქანია (38 კგ), ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) და შოთა ტაბატაძე (85 კგ) ჩემპიონები გახდნენ.

დავით ლობჟანიძემ (41 კგ) და ლუკა მიქაუტიძემ (68 კგ) ვერცხლის მედლები, ხოლო ვეფხვია მგელაძემ (41 კგ), გიორგი აზნაურიშვილმა, გიორგი ჩაჩუამ (ორივე 44 კგ), დავით შავაძემ (52 კგ), ლაზარე გოგოტიშვილმა (57 კგ) და დავით მხეიძემ (62 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კლუჟში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა ჯემალ ბაკურიძემ და მწვრთნელებმა ზურაბ მაჭარაშვილმა და მინდია შაინიძემ ჩაიყვანეს.

რუმინულ ტურნირს ქართველი მსაჯი ზურაბ ელოშვილიც მოემსახურა