საერთაშორისო ტურნირზე “Bukovyna grand prix 2024” ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს

უკრაინის ქალაქ ჩერნივციში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი “Bukovyna grand prix 2024”, რომელშიც 5 ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩვენი ნაკრების სპორტსმენებმა შეუდარებლად იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში 35  გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ნაკრების ბიჭების ანგარიშზეა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.

არქანია ალექსანდრე 8-9 წელი -30კგ 🥇

დონაძე ანზორი 18-20 წ -67 კგ  🥇

დონაძე ანზორი 18+ -67კგ  🥇

ფონიავა ვალიკო 18-20წ -75კგ 🥇

ფონიავა ვალიკო 18+  -75კგ 🥇

ვასაძე ლუკა 18+  -84კგ 🥇

გელაშვილი მერაბი 18-20 წ +84კგ 🥇

გელაშვილი მერაბი 18+ +84კგ 🥈

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნაკრების მწვრთნელი გოგიტა არქანია.

შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო თათი მელუა, რომელიც არის საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე.  საქართველოდან სამსაჯო დელეგაციაში იმყოფებოდა თამუნა თურმანიძე.