მწერალთა სახლში ნატალია ტროჰიმი საბავშვო წიგნის პრეზენტაციას გამართავს

12 დეკემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი, ნატალია ტროჰიმი, საბავშვო წიგნის „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ პრეზენტაციას გამართავს.

წიგნი გვიამბობს შობის ვარსკვლავზე, რომელსაც უკრაინისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს − ომამდე ქალაქ ლვოვში ყოველწლიურად შობის პერიოდში ვარსკვლავების დიდი ფესტივალი ეწყობოდა.

ნატალია ტროჰიმის თქმით, მისთვის შთაგონების წყარო გახდა უკრაინელ ფილოსოფოს გრიგორი სკოვოროდას ფრაზა: „ყველა უხილავი არანაკლებ დიდებულია, ვიდრე ხილული“. სწორედ ამიტომ, მწერალი მისსავე წიგნით ბავშვებს მოუწოდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის უხილავი ძალა, რომელიც მომავალში აუცილებლად იპოვის გამოვლენის ფორმებს.

გამომცემლობა: „კუნძული“

ილუსტრატორი: ლელა ცუცქირიძე

წიგნი ორენოვანია: პირველი ნაწილი არის უკრაინულ-ქართული გამოცემა, ხოლო მეორე − ქართულ-უკრაინულია.

დასწრება თავისუფალია.