ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატზე ლევან დადეშქელიანმა ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა

ვენეციაში მიმდინარე კარატე 1-ის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატის  მეოთხე, დამაგვირგვინებელი  დღე  უაღრესად წარმატებული იყო ჩვენი დელეგაციისთვის.

საქართველოს  ნაკრების 14 წლამდე ასაკის  კარატისტმა, ლევან დადეშქელიანმა, შესანიშნავად იასპარეზა – 45 კგ. წონით კატეგორიაში, მან ზედიზედ დაამარცხა უკრაინის, პოლონეთის,  იტალიის, ლუქსემბურგის, ესპანეთის სპორტსმენები  და გავიდა ნახევარფინალში, სადაც შეხვდა საფრანგეთის წარმომადგენელს. უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა სპორტსმენმა გაიმარჯვა და ლევანმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა.

ბოსნიელ სპორტსმენთან საკმაოდ რთული პაექრობა წარიმართა: თითქმის შეხვედრის ბოლომდე ანგარიში 2:1 იყო, მაგრამ ლევან  დადეშქელიანმა  ბრძოლა თავისი ჩვეული სტილის ილეთით, 3️ ქულიანი  მავაში გერით დააგვირგვინა, სრული უპირატესობით, 5:1 გაიმარჯვა  და ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.