„Arte Piano“-ზე ბილკენტის უნივერსიტეტის პიანისტი და პედაგოგი თამარ ბარდაველიძე-თორეა მიწვეული

16-22 ივლისს, კასტელნუოვო დი ფარფას კომუნაში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „Arte Piano“ მიმდინარეობს, სადაც, უკვე მეორედ, მიწვეულია ქ. ანკარას ბილკენტის უნივერსიტეტის პიანისტი და პედაგოგი თამარ ბარდაველიძე-თორე. წლევანდელ ფესტივალზე პიანისტი რვა მოსწავლესთან ერთად მონაწილეობს, რომელთაგან ერთ-ერთი, მათე მჭედლიშვილი, საქართველოდანაა.

ფესტივალის ფარგლებში პიანისტის მოსწავლეები ორ კონცერტს გამართავენ, შესრულდება ალექსი მაჭავარიანის, სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, კახა ცაბაძის, ინესა მერაბიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები.

აღსანიშნავია, რომ პიანისტი თამარ ბარდაველიძე-თორე აქტიურად ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას როგორც თურქეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ: იტალიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.