იაპონიაში, ფიზიკის (IPHO 2023) 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ.
საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ბიძინა გაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ ერთი თვის წინ, ჰანოვერში, ევროპის ოლიმპიადაზე სამი ვერცხლი მოიპოვეს ანდრია მანჯავიძემ, ირაკლი უგულავამ და დაჩი ჭოტაშვილმა.