მწერალთა სახლში პოეტ ლალი ხვედელიანის პირველი კრებულის – „ლალი ხვედელიანის იდუმალება“ – პრეზენტაცია შედგება. ღონისძიება 8 ივლისს, 18 საათზე გაიმართება.
ლალი ხვედელიანი – პროფესიონალი პიანისტი და გერმანისტი, წარსულში ცნობილი ტელე სახეა, მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დიქტორად, სხვადასხვა დროს მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემები. ლექსების წერა მოულოდნელად და ერთდროულად სამ ენაზე დაიწყო. დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებში აქტიურადაა ჩართული, 2011 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია.