ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი HoReCa სექტორის წარმომადგენლები, სომელიეები და იმპორტიორები, ჯამში 50 სტუმარი დაესწრო.
საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ მომზადებულ ორსაათიან პრეზენტაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. ღონისძიების სტუმრებმა ქართული ღვინოების საექსპორტო პოტენციალი და წარმოების მასშტაბებიც განიხილეს.
იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში