გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში განაგრძობს სწავლას

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში Master in Finance მიმართულებით, უნივერსიტეტის 40%-იანი დაფინანსებით აგრძელებს სწავლას.

გარდა ამისა, საუნივერსიტეტო დაფინანსებით გვანცამ სწავლის გაგრძელებაზე Bentley University-ში Master’s in Accounting პროგრამაზე მიიღო თანხმობა, თუმცა უნივერსიტეტის რეიტინგისა და კურიკულუმის გათვალისწინებით, გვანცამ საბოლოო არჩევანი Hult-ზე შეაჩერა.

გვანცამ 2020 წელს ESM-ის ფინანსების კონცენტრაცია დაამთავრა. დამამთავრებელ კურსზე მან KPMG-ში დაიწყო მუშაობა და გასულ წელს უკვე ორმაგი დაწინაურებით სენიორ აუდიტორი გახდა. სწორედ ამ კარიერული გამოცდილების გათვალისწინებით, გვანცამ გადაწყვიტა Hult-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, რათა მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს ფინანსების მიმართულებით.