ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

„ნაპოლის’’ შემტევი და საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის (2022-23) სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტურნირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე  ცხრა მატჩი ჩაატარა. სადებიუტო სეზონში ხვიჩამ ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.

იტალიურმა „ნაპოლიმ’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.