ქართველი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში ანასტასია კირთაძემ ვერცხლის, ხოლო კესარია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბარბარე ჭიოკაძე – 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

მსოფლიო ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის III  ადგილი დიანა ლომაიამ, ხოლო IV  ადგილი ელენე წოწონავამ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

ანასტასია კირთაძე ასევე არის მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული.