ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანებმა შეჯიბრების მესამე დღეს 9 მედალი მოიპოვეს

სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის შეჯიბრების მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქრო – პაატა მერებაშვილი (-66კგ, M1), ლევან ჩუბინიძე (-73კგ, M2), სანდრო იაკობაშვილი (-81კგ, M2).

ვერცხლი – მაია ტარუაშვილი (-70კგ, F1), გიორგი ცოციაშვილი (-100კგ, M2), სლავა რეზესიძე (+100კგ, M1).

ბრინჯაო – დიმიტრი მულაძე (-60კგ, M2), გეგი თამლიანი (-100კგ, M2), დავით ლორიაშვილი (+100კგ, M2).

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალია.