გორში ღონისძიება „გერმანული დიდებისა და პატარებისთვის“ გაიმართა

ავსტრიის საელჩომ თბილისში და ავსტრიულმა ბიბლიოთეკამ თბილისში გერმანულ ენის დღესთან დაკავშირებით გორში გამართულ ღონისძიებაში „გერმანული დიდებისა და პატარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები გორის, ასევე მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან.

„სკოლის მოსწავლეებმა გაიცნეს 🇦🇹 და გაიგეს მეტი  ჩვენი ქვეყნის შესახებ. მათ ახალი გერმანული სიტყვები შეისწავლეს და ჩვენთან ერთად ავსტრიული სიმღერა იმღერეს, რაც ძალიან სახალისო იყო ყველა ჩვენგანისთვის!

აქტიური ჩართულობისთვის მონაწილეებმა, ღონისძიების ბოლოს, ჩვენგან  წიგნები და ავსტრიული ტკბილეული მიიღეს“, – ნათქვამია ავსტრიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.