ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანა ნიკოიანი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს.
23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე. წ. wild card-ი მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.
ანა ნიკოიანი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.