ისტორიაში პირველად – ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანა ნიკოიანი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს.
23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე. წ. wild card-ი მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.
ანა ნიკოიანი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.