ნონა გაფრინდაშვილმა ნეაპოლში მასტერკლასი ჩაატარა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ ნეაპოლში ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა.

ნონა გაფრინდაშვილმა 13 მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა. მან 13-დან ცხრა  პარტიაში გაიმარჯვა, ოთხი კი ყაიმით დაამთავრა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორ (65 წელს გადაცილებულ) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ქართველი სპორტსმენი ამჟამად ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე ასპარეზობს.