საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამი მედლით ბრუნდება

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სამი მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონმა, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) ინდოელი, ბულგარელი და კუბელი მეტოქეები დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელი გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ სანჟარ ტაშკენბეის დაუპირისპირდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ჩემპიონატი მისთვის საუკეთესო შედეგით – ვერცხლის მედლით დაასრულა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გურულმა (67 კგ) და ევროპის ჩემპიონმა გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა.