ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის რესპუბლიკაში, თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „მახინჯი იხვის წარმოადგინა. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე.
ფესტივალზე ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წარმატებით გამოვიდა და ყაზახეთის თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.