ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა

ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი  ყაზახეთის რესპუბლიკაში, თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც  ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „მახინჯი იხვის წარმოადგინა. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე.

ფესტივალზე ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წარმატებით გამოვიდა და ყაზახეთის თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები