6 აპრილს, ჰილდენში, ქართველი ახალგაზრდა მხატვრის დავით რომანაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 16 აპრილამდე გასტანს.
„Haus Hildener Künstler-ი ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდა მხატვრებს. წარსულში, ხშირად თანამშრომლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიასთან. წელს Kunstverein-ი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მხატვარს საქართველოდან 6-იდან 16 აპრილამდე მოაწყოს პერსონალური გამოფენა Atelierhaus Hofstraße 6-ში.
28 წლის დავით რომანაძემ საქართველოში ბათუმის უნივერსიტეტი ხელოვნებისა და არქიტექტურის სპეციალობით დაამთავრა.
გერმანიამ ორივე კურსი აღიარა. ის წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ბრემენში ცხოვრობს და ნახატები, რომლებსაც ის წარმოგვიდგენს H6-ში, ექსკლუზიურად ამ გამოფენისთვისაა შექმნილი“, – წერს ANZEIGER24.DE.
„ქართული კვირა“ დაუკავშირდა დავით რომანაძეს გერმანიაში და გაესაუბრა:
უკვე ერთი წელია გერმანიაში ვცხოვრობ, დედა და ძმა საქართველოში არიან, მხატვრობის გარდა მეორე პროფესიაც მაქვს, არქიტექტორი ვარ და ახლა ამ პროფესიით დავიწყე მუშაობა ბრემენში, ჯერ საცდელი პერიოდი მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა ამ ეტაპზე ამ სფეროში განვითარდე, ახალი აღმოჩენები გავაკეთო და როდესაც საქართველოში ჩამოვალ ამ ცოდნას, იმედია, მანდ გამოვიყენებ. ამის პარალელურად მინდა კიდე ერთი გამოფენაც გავაკეთო, სადაც დიდი რაოდენობით ქანდაკებებს გამოვფენ… ბევრი გეგმა მაქვს, ჯერჯერობით გერმანიაში დარჩენას და დამკვიდრებას ვაპირებ, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება…“, – განაცხადა დავით რომანაძემ.