მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.

ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იგივე სინჯის მედალი მოიპოვა  აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო  ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცეჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

გარდა ამისა,  მარიამმა  საქართველოს სარეკორდო ზღვარი ატაცში  22, აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.