თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ოთარ ბაგაურმა (74 კგ) ბულგარეთში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 41 ქვეყნის 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ქართული გუნდი ბულგარეთში მწვრთნელებმა მალხაზ ჯორბენაძემ და ლაშა ქეთიშვილმა ჩაიყვანეს.
ტურნირს ქართველი მსაჯი ედნარ ლომანაძეც მოემსახურა.