სოფიაში ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედალი კოტე კაპანაძემ (-73კგ) მოიპოვა. ასევე ოქროს მედალი მოიპოვეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ). მიხეილ ჯაფარიძემ კი მესამე ადგილს დასჯერდა და (-100კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
16-18 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, ძიუდოს გრანდ სლემი შედგება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6 კაცით იასპარეზებს შემდეგი შემადგენლობით: 60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, 73 კგ: მიხეილ ბახბახიშვილი, 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი.