ცნობილი გახდა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის შედეგები ინფორმატიკაში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი ავრცელებს.
- 2 ოქრო – ქეთევან ციმაკურიძე და ლუკა მოსიაშვილი
- 3 ვერცხლი – თარაშ დოლაბერიძე, ლუკა მელაძე და ირაკლი სულამანიძე
- 1 ბრინჯაო – ნინო ჩხაიძე
თარაშ დოლაბერიძე ქუთაისის რაზმაძის სახელობის სკოლის მოსწავლეა, ხოლო ქეთევან ციმაკურიძე, ლუკა მოსიაშვილი, ლუკა მელაძე, ირაკლი სულამანიძე და ნინო ჩხაიძე კომაროველები არიან და პარალელურად “მზიურშიც” მეცადინეობენ.