სომხეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე დაშნაში, 15 წლამდე მოფარიკავეთა შორის წარმატებით იასპარეზეს ქობულეთის ფარიკაობის კლუბ “აჭარის ჩემპიონების” მოფარიკავეებმა.
ვერცხლის მედალი ანრი ზოიძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ელისეი ანდრეევი გახდა. მეხუთე-მეექვსე ადგილები ლუკა ქათამაძემ და დანილ ტარასკინმა დაიკავეს.