საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში ჩვენმა პარამოფარიკავეებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის გუნდს მოუგეს ანგარიშით 45:32 და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.