პარამოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში ჩვენმა პარამოფარიკავეებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის გუნდს მოუგეს ანგარიშით 45:32 და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები