ტოკიოში ქართული ღვინისა და კულინარიის ღონისძიება გაიმართა

იაპონია-საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტოკიოში ქართული ღვინისა და კულინარიის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა – “Pheasant Tears Winery”, “Okro’s Wines” და მსხვილი იაპონური კორპორაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოსთან ბიზნესს ურთიერთობებით არიან დაინტერესებული.