მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, 21-29 ოქტომბერს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CINEMED) გაიმართება ქართული კინოს რეტროსპექტივა.

პროგრამაშია:

„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე;

„დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – რეჟისორი ლევან აკინი;

„სანამ მამა დაბრუნდება“- რეჟისორი მარი გულბიანი;

„ფუტკრის დაცემა“ – რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი;

„ახალი წელი“ – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე;

„ჩემი ტელეფონის მეხსიერება“ – რეჟისორი პაპუნა მოსიძე;

„ცისფერი მთები“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია;

„მარილი სვანეთს“ – რეჟისორი მიხელ კალატოზიშვილი;

„პირველი მერცხალი“ – რეჟისორი ნანა მჭედლიძე;

„მონანიება“ – რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც რეტროსპექტივის მონაწილე ფილმების რეჟისორები დაესწრებიან: ლევან კოღუაშვილი, პაპუნა მოსიძიე, მარიამ ხაჭვანი, ალექსანდრე კობერიძე, გიორგი სიხარულიძე და მარი გულბიანი. შეხვედრა ქართული კინოს წარმატებებს მიეძღვნება და მას ორგანიზებას გაუწევს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი – კრისტოფ ლეპარკი.

მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი საფრანგეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც 1979 წლიდან იმართება.