ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს

ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

კადეტთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე  ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ: ლუკა ძმორაშვილი (-88კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (+88კგ)

ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი დვალიშვილი (-49კგ) და ნიკა ნანეტაშვილი (-53კგ)

იუნიორთა შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა: თამაზ კობერიძე (-88კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ლუკა გადელია (-64კგ), გუგა მაისურაძე (-71კგ), გიორგი გავარდაშვილი (+98კგ).

ახალგაზრდებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ: გიორგი ხმალაძე (-88კგ) და ზურაბ ჩაგელიშვილი (98კგ)

ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: ვალერი იარგანაშვილი (71კგ) და ნიკა წიქვაძე (-79კგ)