საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლის მფლობელი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი თოხაძემ (55კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (68 კგ) და ბექა გურულმა (63 კგ) მოიპოვეს.