კახი ასანიძე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით (U23) ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 7 მედალია.

გუშინ კახი ასანიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით (U23) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

U20-წლამდელებში გურამ გიორბელიძემ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გოგონათა შორის მარიამ მაისურაძემ 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დღეს ქართველი ძალოსნები მედლებისთვის ისევ იბრძოლებენ. ამჯერად ფიცარნაგზე საბა ასანიძე და ნიკოლოზ ესართია (81 კგ.) გავლენ.