საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა  სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWAS) მიმდინარე მონაცემებით ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობა (B)  და ნინა თიბილაშვილი (A) კატეგორიაში მსოფლიოს   ნომერ პირველ პარამოფარიკავე ქალებად დასახელდნენ.

ქართველმა პარამოფარიკავეებმა პირველობა არც რაპირით ფარიკაობაში დათმეს.

WAS-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით ირმა ხეცურიანი (B) კატეგორია რაპირით ფარიკაობაში ნომერ პირველია.

ამავე მონაცემებით, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი, გუნდურ ფარიკაობაში (ხმალი) მსოფლიოს აბსოლუტური ლიდერი, ნომერ პირველი გუნდია. რაპირით ფარიკაობაში კი მეორე ადგილზეა.