პირველი მედლები ესპანეთიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა

გიორგი შოთაძე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში  მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე ირანელი იმან ჰუსეინ მუჰამედი იყო, რომელთანაც, სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაჯერდა.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი თოხაძე იაპონელ კენ მაცუის დაეჭიდა, დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.