საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ცხინვალის მაჩაბლის თეატრმა ორი პრიზი მიიღო

ყაზახეთის ნაციონალური თეატრის სცენაზე, ალმაატის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ცხინვალის მაჩაბლის თეატრის  სპექტაკლის “ქალბატონი მსახიობი” პრემიერა გამართა.  სპექტაკლი “მსახიობი ქალი” დულატ ისაბეკოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.

ქალაქ ალმაატაში მეორე საერთაშორისო ფესტივალზე “ისაბეკოვის სამყარო” ცხინვალის მაჩაბლის თეატრმა ორი პრიზი მიიღო:

გოჩა კაპანაძე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლელა მახნიაშვილს გადაეცა.

თეატრალური ფესტივალი “ისაბეკოვის სამყარო” გამოჩენილი ყაზახი მწერლისა და დრამატურგის, დულატ ისაბეკოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.