მსოფლიო ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო Pilotes d’Or-ი ქართველ ალპინისტებს გადაეცათ

პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ქართველ ალპინისტებს – არჩილ ბადრიაშვილს, ბაქარ გელაშვილს და გიორგი ტეფნაძეს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო – ოქროს წერაყინი(Piolets d’Or) გადაეცათ.

2021 წელს ქართველი მთამსვლელები ჰინდუ კუშის მთათა სისტემის, სარაგრარის (პაკისტანი) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დაულაშქრავ მწვერვალზე, 7300 მეტრზე ავიდნენ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი ადგილია. მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენების ასვლა წლის საუკეთესო ასვლად დაასახელა.

დაჯილდოება საფრანგეთში 20 ნოემბერს გაიმართება.