საქართველოს 18 წლამდე ნაკრები IHF Triphy-ს ჩემპიონია

ვაჟთა 18 წლამდე ნაკრები კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში იმყოფებოდა, სადაც IHF Trophy-ს გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორია საერთაშორისო ხელბურთის ფედერაცია. ტურნირში გამარჯვებული გუნდი კვალიფიცირდება ინტერკონტინენტალურ ეტაპზე, სადაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ.

ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირში 4 გუნდი ასპარეზობდა: ალბანეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და კოსოვო.

ჩვენმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, კოსოვოელი თანატოლები 27:22 დაამარცხა  და ჯგუფის პირველ ადგილთან ერთად, ჩემპიონობა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოიპოვა.

გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015); თემურ ქამადაძე (აჭარა, ბათუმი).

მოედნის მოთამაშეები:  გიგა მელიავა (სტუ, თბილისი); გიორგი არეშიძე (პეგასი, თბილისი); დავით გრიშიკაშვილი (პეგასი); სანდრო დარსანია (პეგასი); ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია); ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა); ანრი აბულაძე (აჭარა); ლევან ფანცხავა (წყალტუბო); ლუკა მუკბანიანი (პეგასი); ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა); გივი ზაქარაძე (აჭარა); გიორგი ბერაია (სტუ).

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა.