მოგზაური ხელოსნები თბილისს სტუმრობენ

გერმანიის საელჩოს თბილისში ისევ ესტუმრნენ მოგზაური ხელოსნები – ამჯერად გერმანელი ოქრომჭედელი ქალი და მისი დანიელი კოლეგა კალატოზი. ორივე ხელოსანი წლის დასაწყისიდან მოგზაურობს და ამჟამად საქართველოს სტუმრობს.

იცოდით, რომ მოგზაურმა ხელოსნებმა ტრადიციული მოგზაურობის (ეგრეთ წოდებული Walz-ის) დროს სხვადასხვა წესები უნდა დაიცვან? მაგალითად ისინი მუდამ ატარებენ ტრადიციულ ტანსაცმელს, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ფულს არ იხდიან და არ აქვთ მობილური ტელეფონები.

საელჩომ ტრადიციულ სამოგზაურო წიგნაკში ბეჭდის ჩარტყმით დაუდასტურა ხელოსნებს თბილისში ყოფნა და წარმატებები უსურვა შემდგომი მოგზაურობისას.