IDFA-ზე ნიკოლოზ ბეჟანიშვილის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) ნიკოლოზ ბეჟანიშვილის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმის ისტორია 2012 წელს იწყება, როდესაც გორის კომუნისტური პარტიის წევრებმა კვლავ გადაწყვიტეს სტალინის ძეგლის აღმართვა მის მშობლიურ მხარეში.

გადაღებები 2016 წელს დაიწყო. რეჟისორმა ფილმის მთავარ გმირებთან ერთად 4 წელი გაატარა და მათი ცხოვრება ფირზე ასახა.

ფილმი “აღდგომა” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.