კავკასიის უნივერსიტეტში საბინა ჭანტურიას მუსიკალური საღამო გაიმართება

13 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ახალგაზრდა შვედი – ქართველი მომღერლის საბინა ჭანტურიას შესანიშნავი მუსიკალური საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე მოისმენთ საბინა ჭანტურიას საავტორო სიმღერებს და გაეცნობით მის შემოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს მიღებული აქვს ევროპული საუნივერსიტეტო მუსიკალური განათლება. საბინა მიწვეული იყო “World Champhionship of Performing Arts”-ზე ჰოლივუდში (2011 წ.), რის შემდეგაც ახალგაზრდა მომღერლით დაინტერესდა ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი ჩად შოლმაიერი, რომელმაც ზედიზედ ორი კლიპი გადაიღო მუსიკოსისთვის. 2017 წელს საბინა საქართველოს ეროვნული ევროვიზიის ფინალისტთა კონკურსში მონაწილეობდა და დღემდე აქტიური საკონცერტო ცხოვრებით ცხოვრობს, მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში (მაგ.: Copenhagen Songwriters Festival, Stockholm Folk Festival, The Viper Room (Hollywood) და სხვა).

საბინამ 2022 წელს 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი ”Blood On Your Hands”, რომელიც ეხება ომის თემას, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.