ცხინვალის თეატრი ალმათის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

ცხინვალის თეატრი ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “ისაბეკოვის სამყარო” მიემგზავრება.

15 ოქტომბერს, ყაზახი მაყურებლის წინაშე, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “მსახიობი ქალი”.

ფესტივალი ეძღვნება გამოჩენილი ყაზახი მწერლისა და დრამატურგის, დულატ ისაბეკოვის 80 წლის იუბილეს. სპექტაკლი “მსახიობი ქალი” დულატ ისაბეკოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა.