მასტერკლასები დანა ბუნესკუსა და ნილს პე ანდერსენისთან ერთად

თუ დაინტერესებული ხართ დოკუმენტური კინომონტაჟითა და დრამატურგით დაესწარით  დანა ბუნესკუსა და ნილს პე ანდერსენის მასტერკლასებს.

15 ოქტომბერს, საღამოს 6:00 საათზე, ფილმის “ევროპა” ჩვენების შემდეგ,(რეჟისორები დანა ბუნესკუ და რაზვან რადულესკუ; რუმინეთი/გერმანია/უკრაინა)გაიმართება დანა ბუნესკუს მასტერკლასი.

16 ოქტომბერს, საღამოს 6:00 საათზე კინოჩვენების “გარეთ” (რეჟისორი ოლგა ჟერბა, უკრაინა) ჩატარდება ნილს პე ანდერსენის მასტერკლასი.

შეხვედრა გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე სართულზე.

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #40