ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ სტენდზე უკრაინის მხარდასაჭერად რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

19-23 ოქტომბერს მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო წელსაც ტრადიციულად წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოცულობით სტენდს უთმობს უკრაინის წიგნის სფეროს წარმომადგენლებს.

საქართველოს ეროვნულ სტენდზეც გაიმართება რამდენიმე ღონისძიება უკრაინის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინელი და ქართველი პოეტების ლექსების გერმანულენოვანი კრებულის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად დაიწერა.

მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოფენილი იქნება უკრაინელი ილუსტრატორების მიერ ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.