საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

U18 Rugby Europe ჩემპიონატის ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალია 34-10 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.

მასპინძლებს შორის ორი ლელო ლუკა ხორბალაძემ დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი მიხეილ ხახუბიამ, ლუკა ცირეკიძემ და ლადო ტყაბლაძემ აიღეს.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა – ჩვენმა გუნდმა 1/4- ფინალში ჩეხეთს 76:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 86:0 დაამარცხა.

ევროპის 18 წლამდე ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.