ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ქართველმა ძიუდოისტმა – ლუკა მაისურაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია ლაშა ბექაურიც.

ოლიმპიური თამაშების მოქმედმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.