“ოსკარის” 9 გზის ნომინანტი და “ემის” გამარჯვებული უაილი სთეითმენი მასტერკლასს ჩაატარებს

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, კომპანია “კინო იბერიკა” სცენარის განვითარების სემინარს მართავს.

სემინარის ფარგლებში, მასტერკლასებს ჩაატარებენ მსოფლიო კინოინდუსტიის გამოჩენილი წარმომადგენლები.

3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, TBC Concept-ის სივრცეში (მარჯანიშვილის 7) სემინარის პირველი სტუმარი იქნება ლეგენდარული ამერიკელი ხმის დიზაინერი, “ოსკარის” 9 გზის ნომინანტი და “ემის” გამარჯვებული უაილი სთეითმენი. იგი თბილისში კომპანია POSTRED-ის მოწვევით იმყოფება.

უაილ სთეითმენს სხვადასხვა დროს ქვენტინ ტარანტინოსთან, ოლივერ სტოუნთან, ჯონ ხიუზთან, რობ მარშალსა და ვოლფგანგ პეტერსენთან უმუშავია.

უაილი სთეითმენთან შეხვედრის მოდერატორები იქნებიან კინორეჟისორი ლევან კოღუაშვილი და ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება თავად გაესაუბროს უაილი სთეითმენს.