Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმაზე Bloomberg ახალი პროექტი დაიწყო. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს, მომზადდება სამი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება (Facebook, Twitter, Instagram).

პროექტის ფარგლებში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი თბილისში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მუშაობს.

ერთ კვირიანი გადაღებები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს (ჰელი-სქი, თრექინგი და კლდეზე ცოცვა), მღვიმეებს და კანიონინგს, კულტურას (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, მუსიკა, მოდა) მოიცავს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.