თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნის გალა კონცერტს მასპინძლობს

26 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნის გალა – კონცერტს მასპინძლობს.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია: “ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში”.

კონცერტზე წარდგებიან ანსამბლები და შემსრულებლები: “მზეთამზე”, “იალონი”, “ნანინა”, “სათანაო”, “მარგალიტი”, ლელა თათარაიძე, თინათინ (ნარგილე) მეჰთიევა, ნინო ნაყეური, დები ჩამგელიანები, მთიები, რეხეული (საქართველო), ანდრეა კუზმიჩი (კანადა), მადარა (ესტონეთი).

სიმპოზიუმი იმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.