2022 წლის 21 სექტემბერს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ გალერეაში „Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House“ უნგრეთში მოღვაწე ქართველი ხელოვნის სოფო მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენის “New World /Selected Works” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის კულტურის, ხელოვნებისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
გამოფენა ტარდება საქართველოს საელჩოს, გალერეა Nagyhazi Contemporary Gallery and Auction House-ისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის ერთობლივი ორგანიზებით და ეძღვნება საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.
სოფო მაღალაშვილის გამოფენას გალერეა 14 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.