ათასწლეულის ინოვაციის კონკურის გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2019-2020 და 2020 – 2021 წლების გამარჯვებული გუნდები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობენ.

ჰიუსტონში ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში ახალგაზრდა გამომგონებლებმა კოსმოსური ხომალდის კონსტრუქციაზე იმუშავეს და კაფსულა და სითბური ფარი შექმნეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.